მერვე დღე დღეს შექმნილი სქემები შევინახეთ საქაღალდეში ;გავეცანი დიფერენცირებული სწავლებისათვის გასათვალისწინებელ აქტივობებს ,რესურსებს,სწავლების სხვადასხვა ფორმებს; პროექტის გეგმის შაბლონის შევსების ეტაპები დავასრულე. ახლა ყველაფერს თავიდან ჩამოვივლი და ვსრულყოფ მომავალი შეხვედრისთვის. ასევე ,პროექტის მსვლელობის პროცედურები წვრილად უნდა აღვწერო და შევიტანო შესაბამის გრაფაში.
Сообщения
Сообщения за апрель, 2017
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
მეშვიდე დღე დღეს ვიმუშავე შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე.გადავანაწილე მოფიქრებული აქტივობები პროექტის მსვლელობის ეტაპების მიხედვით:საწყის ეტაპზე,შუა და დამთავრების ეტაპებზე.ასევე ყოველ აქტივობას შევუსაბამე ინსტრუმენტები(სქემები,ჩანაწერების დღიური,რუბრიკა და ა.შ) ვორდის დოკუმენტში შევქმენი სქემების ნიმუშები.
მეხუთე დღე
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
მეხუთე დღე დღეს გავეცანი საავტორო უფლებების დაცვის აუცილებელ ნაბიჯებს;მისამართების სწორად გადმოტანასა და შენახვას,ბუკლეტების შექმნასა და გაფორმებას. საინტერესოა ბუკლეტების შექმნა! ვფიქრობ მოსწავლეებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება! მომივიდა იდეა,მოსწავლეებს ვასწავლო ბუკლეტების შექმნა,ბუკლეტებში რომ აისახოს მათი საინტერესო სასკოლო დღეები....მეოთხე კლასელებისთვის საინტერესოდ დასრულდებოდა ეს სასწავლო წელი!!! აი რატომ მომწონს ტრენინგებზე დასწრება და მუშაობა,რაღაც ახალს გაწვდის,ახალ იდეას წარმოქმნის! 22.აპრილი 2017 წ.
მესამე დღე
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
სასწავლო და სოციალური პროექტები რამდენიმე წელია ,რაც პროექტებით სწავლება შემოვიდა სულ დავდივარ პროექტების ტრენინგებზე,აქამდე არც ყოფილა სრულყოფილი, უკმარისობის და ბუნდოვანობის გრძნობა არ მტოვებდა.ახლა რესურსებს რომ ვუყურებ იმდენად წვრილადაა ჩაშლილი მასალები,რომ აღარ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები,დანარჩენს ,როგორც ყოველთვის, პრაქტიკა მიჩვენებს.